ცხრა ძმანი ხერხეულიძენი — იაკობ გოგებაშვილი
Теми: історія, класика
Початок
თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.
იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბასი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის მახლობლად მარაბდის სამხრეთით. ატყდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.