მამალი რას ყივის — აკაკი წერეთელი
Теми: класика, казки
Початок
ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც მხარ-თეძოს იყო წამოწოლილი კიდეზე. გუნებაზე ვერ იყვნენ: მთელი ღამე ენადირათ და ვერა ეშოვათ რა! ხელი გადგომოდათ!.. - შეებრალა საწყლები ქრისტე-ღმერთს და ერთ მათგანს უბრძანა: „სვიმონ-პეტრე! ადე ზეზე, ეგ შენი ნავი ნაპირზე მოაყენე, ჩავჯდეთ და ტბაში შევცუროთო“. მეთევზეს გაუკვირდა და ჰკითხა: „პირველადა ვხედავთ ერთმანეთს და რა იცი, რომ მე სვიმონი მქვიაო?“ - „მაგას რა დიდი ცოდნა უნდაო?.. შენ სვიმონი გქვია და მამაშენს ივანეო... პეტრე კი მე დაგიძახე მეტსახელად, რადგანაც სიტყვა „პეტრე“ ქვას ნიშნავს და შენც ქვასავით მაგარი ხასიათის კაცი ხარო!“ შუაში რომ მივიდნენ,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.