მთანი მაღალნი — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა შტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.
მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნებ შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი, რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას.
როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.