შაბათ-კვირა — Learn Georgian with a Podcast
Теми: подорожі й побут

Початок
მე შაბათ -კვირას ვიყავი პარკში
და კაფეში. მე დილით წავედი
ჩემს საყვარელ კაფეში. მე
ეს კაფე მომწონს იმიტომ, რომ
აქ გემრიელ ყავას ამზადებენ
და სასიამოვნო გარემოა. ამ
დღეს ცხელოდა და მე
კაფეში დავლიე ცივი
ლატე. ამ კაფეში
წავიკითხე წიგნი. მე
ამჟამად ვკითხულობ კორეელი
მწერლის წიგნს. ეს წიგნი
ძალიან საინტერესოა.
კაფეს შემდეგ მე წავედი პარკში
სასეირნოდ. ამ პარკში
პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა.
იქ იყო ბევრი ლამაზი ყვავილი.
პარკში ასევე იყო სკამები და
მაგიდები. ამინდიც კარგი
იყო და მე სასიამოვნო დღე
გავატარე.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.