მიტოვებული ბოსტან — Indigo
Теми: подорожі й побут

Початок
რუსთავში შვიდი წლის წინ ჩამოვედი. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს ხალხი კომუნიზმში აშენებულ ბეტონის ბლოკებში დღეს. მე პრაღაში დავიბადე, მაშინ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში. ორი წელი ვცხოვრობდი ლიოტკაზე, უბანში, რომელიც ძალიან ჰგავს დიდ დიღომს ‒ ისიც ქალაქის გასასვლელშია, მარტო მანქანით ან ავტობუსით თუ მიხვალ. მეტრო არ არის. ეგეთ ადგილებში, ფოტოებს რაღაცნაირი სიურრეალისტური განწყობა აქვს, რომლითაც განსაკუთრებით იხიბლებიან ისინი, ვისაც არასდროს უცხოვრია იქ. შვეიცარიაში 12 წელი ვმუშაობდი ქარხანაში. როცა ხურავდნენ, მომცეს უფლება, შიგნით ფოტოები გადამეღო. საქართველოშიც, პირველ რიგში, ქარხნების გადასაღებად ჩამოვედი. მაგრამ არცერთხელ არ მომცეს უფლება. მეტალურგიელი მუშები მინდოდა გამეცნო, ვინც დღესაც იქ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.