გულიდა და ელისო — Indigo
Теми: історія

Початок
54 წლის ქალი, სოფელი ბესლეთიდან
მაღაზიაში აფხაზი შემოვიდა და აფხაზურად მითხრა, იქით ომი დაიწყოო. აფხაზი ვეგონე. მესმოდა ერთი ორი სიტყვა აფხაზური და გავიგე, რაც მითხრა. მერე ტელევიზორშიც გადმოსცეს, რო შემოვიდნენ კელარუსიდან.
სამსახურიდან სახლში ფეხით წავედი, ქალაქში ვმუშაობდი, უკვე ძალიან დიდი სროლები იყო.
ჩემი ოჯახი წელიწადი და სამი თვე იქ იყო.
ჩემი მასწავლებელი იყო გულიდა, ცხონებული. დედა-შვილი წინა დღეს ჩამოვიდნენ თბილისიდან, აღარ იქნება ომიო. ჩამოვიდნენ და პირდაპირ მაგათ სახლს დაეცა ბომბი. ორივე მოკვდა,. გულიდა და ელისო.
ბესლეთში ჩვენი ბიჭები იყვნენ, რო ვმუშაობდი, შემოდიოდნენ იქაც, ყოველდღე ვხედავდი, მხედრიონი, თეთრი არწივი. არასდროს ცუდი თვალით არ ყოფილან. მაღაზიის გაქურდვა, გატეხვა, ესეთი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.