Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

სევდა ყველაფერია. ალფამა. — Indigo

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: Indigo · ≈ 5 хв · 729 слів

Теми: подорожі й побут

სევდა ყველაფერია. ალფამა.

Початок

ალფამაში დილას ჩიტი იწყებს. გალობს. ოღონდ, ზამთარშიც კი, იცით, როგორ გალობს? თითქოს ყველა სევდიანი შეყვარებული ერთად მღერის. ამ დროს ლამპიონები ჯერ ისევ ანთია, რიჟრაჟი სახლების სახურავებიდან იწყებს შემოპარვას და მთელი ღამით მოგუგუნე ქუჩები ცარიელია. ეს დრო საუკეთესოა ლისაბონთან პირისპირ მარტო დასარჩენად.

ლისაბონი ძალიან სევდიანი ქალაქია – ერთი გერმანელი მწერალი მეუბნება.

ეგ სევდა მარკეტინგია, ვეუბნები.

კი ვეუბნები, მაგრამ გულის სიღრმეში მე თვითონაც სევდის უფრო მჯერა, ვიდრე მარკეტინგის.

კი, ალფამა ლისაბონის ყველაზე ქარიზმატული უბანია, ყველაზე ავთენტური, ყველაზე ძველი, და ალბათ, ყველაზე ტურისტულიც, მაგრამ მეც ის ვარ, ვინც ლისაბონის სევდის ძებნას ალფამადან ვიწყებ.

„ეს რა, ზღვა გგონია?“ ერთი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: indigo.com.ge/articles/sevda-yvelaferia

Читати в Memova

Відкрити Memova