ამსტერდამი — Indigo
Теми: спорт

Початок
ამსტერდამ არენაზე პირველი გოლი 15 აგვისტოს გავიტანე, 1997 წელს. თარიღი კარგად მახსოვს, გიორგუნა გამიჩნდა ამ დღეს. ჩემი პირველი თამაში იყო აიაქსში, ახალი გადასული ვიყავი ტრაბზონიდან. შეცვლაზე შევედი ისე, რომ 1:0-ს ვაგებდით მეათე წუთიდან. თამაშიც მთავრდებოდა უკვე, ოთხმოცდამეათე წუთი იყო მგონი. კაი გოლი გამოვიდა, ლაუდრუპმა ჩააწოდა და ცოტა უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, ფეხის სიმაღლეზე მქონდა ბურთი, მაგრამ ინსტინქტურად თავით წავედი რატომღაც. მოვარტყი. შევაგდე. 1:1 მორჩა ეგ თამაში.
მაგარი სტადიონია ისე. მგონი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, ეგეთი სახურავით. ამერიკაშია უფრო ასეთი სტადიონები, ევროპაში მაშინ ნაკლებად იყო. თავიდან რომ მივედი მაგრად წვიმდა, შევედი სტადიონზე და დარბაზივით, გადახურული,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.