Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

გამარჯობა ჩემო ბურდუკელა ტრონცკა! — Indigo

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: Indigo · ≈ 6 хв · 859 слів

Теми: історія

გამარჯობა ჩემო ბურდუკელა ტრონცკა!

Початок

ქიონიას მეორე ბავშვი რომ ეყოლა, ტიტე უკვე ომში იყო. კარლო ფრონტიდან ცოლ-შვილს სწერდა: ერთი ფოლაქიც არ მაქვს თქვენი სამახსოვროო... ჩემო ბურდუკელა ტრონცკა, დურხლიკონა დამიკოცნეო - შერქმეული სახელებით ესიყვარულებოდა თავისიანებს სტეფანე. ტიტე დაიკარგა, კარლო ხარკოვში მოკლეს, სტეფანე - ქერჩში.

მათი წერილების ჩათვლით ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერებსა და საარქივო ფონდში მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან მოსული 600-ზე მეტი წერილია.

ქეთო!

...შენ გენაცვალე მოეფერე შვილებს და უფრო გაგიგონებენ გიულის ენაცვალოს მამა ჭკვიანი გოგოა და ყველაფერს მოგეხმარება შენ იქნებ მოახერხო პატარა სამსახური რაიმე და მტრის ჯინაზე ნუ დამირღვევ ოჯახს! ვინ იცის ჩემო ჭკვიანო ცოლო - იქნებ არ გამწიროს ბუნებამ, იქნებ მალე დავიჭრე…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: indigo.com.ge/articles/gamarjoba-cemo-burdukela

Читати в Memova

Відкрити Memova