ბრაზილიური კინოს დროა — Indigo
Теми: мистецтво й музика

Початок
ბრაზილიელები არ არიან პრაგმატულები. ადამიანი, რომელიმე სხვა საზოგადოებიდან, გეტყოდა: „ეს საქმე გასაკეთებელია, უნდა მივხედოთ და გავაკეთებთ კიდეც“. ბრაზილიელი კი, იცი, უფრო როგორია? გეტყვის: „აუ, არ ვიცი, მოდი, უბრალოდ, დავივიწყოთ რა ეს უსიამოვნო რამეები და გავაგრძელოთ ცხოვრება“. ბევრჯერ გამიგია მსგავსი ფრაზები ბავშვობაში, სხვადასხვა ოჯახში. პოლიტიკოსებისგანაც გამიგია, ბოლსონარუსგანაც კი. თუმცა, ბოლსონარუს ასე ლამაზად არ უთქვამს. მან თქვა: „მხოლოდ ძაღლები ეძებენ ძვლებს“.
- რეჟისორი კლებერ მენდოსა ფილიუ
როდესაც „ნიუ იორკერის“ ჟურნალისტი დაუსვამს კითხვას, თუ საიდან იღებს სათავეს მისი ბოლო ფილმი, „საიდუმლო აგენტი“, კლებერ მენდოსა ფილიუ გაიხსენებს ქალაქ რესიფის მთავარ არქივს, სადაც თვეებს ატარებდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.