ხევსურეთი - კუთხე შუა საუკუნეების კოშკებით, "სავაჟო" და "სადიაცო" ბილიკებით — Indigo
Теми: подорожі й побут

Початок
პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer, 2019 წლის ზაფხული
ხევსურეთში მოგზაურობისთვის სამი დღე მაინც გამოყავით.
ფაქტი: საქართვლოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან აღმოსავლეთის მთის ეს ულამაზესი და ისტორიული კუთხე, ფშავთან ერთად, ფხოვად მოიხსენიება. ტერმინი ხევსურეთი გვიან, შუა საუკუნეებში მკვიდრდება და ხევებიან ადგილს ნიშნავს.
ფხოვი მდებარეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოების საზღვარზე. საქართველოს დღევანდელი დაყოფით კი, ფშავ-ხევსურეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტშია. ფშავი მთლიანად კავკასიონის აქეთა მხარეს მდებარეობს, ხევსურეთი კი კავკასიონის მთავარი ქედით ორ ხევსურეთად იყოფა: პირაქეთა (ბარისახოს თემი) და პირიქითა (შატილისა და არხოტის თემები).
მიმართულება: თბილისიდან…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.