ჯიუტი თხები — იაკობ გოგებაშვილი
Теми: історія, дітям
Початок
მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე!
არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. დაეჯახნენ ერთმანეთს რქებით.
ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ყირამალა გადაეშვნენ წყალში.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.