Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ორი მდიდარი — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 224 слів

Теми: казки, психологія

Початок

ერთი დიდად მდიდარი კაცი იყო და ერთი სხვა კაცი იყო. მისი უცხო სიმდიდრის ხმა გასულიყო.

თქვა მან, მრავლის მქონებელმან მდიდარმან:

- ჩემი სალაროსა რიცხვი არა ვიცი, მეფეთაც არა აქვთ ჩემოდენი და მის კაცისა სიმდიდრე უფრო იქება ჩემგან. წავიდე და ვნახო მისი უნჯი, რის უფალია?

მივიდა, მას კაცს ევედრა მისის სალაროს ჩვენებისათვის.

წაიყვანა მან კაცმან მდიდარი იგი, ურიცხვი ბეღლები უჩვენა ხვარბლითა და ქერითა სავსე და მხიარულად უთხრა: ღმერთს ჩემთვის ესოდენი წყალობა მოუნიჭებიაო!

მდიდარმან მასცა აგინა, და რომელიც მის დიდებას აქებდა, მასცა და ეგრე უთხრა: რაც შენ პური გაქვს, იმდენი მარგალიტი მაქვს და სიმდიდრედ არ მიმაჩნიაო, და წავიდა.

მომავალსა წელსა ესეთი სიყმილი მოვიდა, რომე პურის ხსენება არსად იყო, დაიმშა ყოველი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=235

Читати в Memova

Відкрити Memova