ჭაბუკი და მეკობრენი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ერთი კაცი, კარგი ჭაბუკი, მოვიდოდა და ხმალიც კარგი ერტყა. ყოველი საჭურველი კარგი ჰქონდა. ცოლი თან მოჰყვანდა, დია, ლამაზი და კარგი ქალი. გაიარა გზა და მიჰხვდა ადგილსა სამეკობროსა. ხუთნი ამხანაგნი იდგნენ და ბევრს კაცს აზიანებდენ. იგი კაი ჭაბუკი უცნაური იყო და უფიქროდ მივიდოდა. ვიდრემდის ხელი არა სტაცეს, ვერა შეიტყო რა.
გაძარცვეს, ხელი შეუკრეს და წაიყვანეს.
ერთს მათგანს ამხანაგს მისი ხრმალი თურე მოეწონა, მალვით უთხრა: ამ შენს საჭურველსა და სხვას ქონებას შენ გაგაყოფინებ. შენი ხრმალი წილად მე მომახვედრე და შენს ცოლს მოგცემ და გაგიშვებო.
მან კაცმან ფიცი მისცა: თუ მე გამაყოფინებ, ჩემს ხრმალს შენ მოგახვედრებო.
წაიყვანეს. ერთს სამზირალს ალაგს ციხე იდგა, მუნ დაესადგურათ. ათი კაცი სხვა მხარშეკრული იდვა და…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.