მუშა კაცი და ბედი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
იყო ერთი უცხო მუშა კაცი სოფელსა ერთსა და ქონებისა მისისა რიცხვი არ იცოდა.
დღესა ერთსა დილაზე დაიძახა: კაცი ვინც მოვა ჩემთანა, რომ ჩემს ბედთან გავგზავნო და ჩემი ამბავი მიუტანოს, ასს ფლურს მივსცემო.
არავინ გამოჩნდა. შუადღისას დაიძახა კაცი და ოცი ფლური უქადა. არავინ იპოვა. საღამოს ჟამს ერთი ფლური უქადა. ერთი გლახაკი კაცი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო.
კაცმან მან არა რა იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ორძალი კარგა იცოდა და უკრევდის ხოლმე და იმღერდის.
გაგზავნა მან კაცმან კაცი მეორძლე და ასწავლა: ამა და ამ ალაგს მრავალნი კარავნი დგანან და მუნ კაცნი ურიცხვნი და ერთი დიდი კარავია. მუნ მყოფი კაცი მე მგავს და ესრე მუშაობს, ოფლი ჩარცხის. მას ჩემ მაგიერ უთხარ: ღმერთმან მადლი მოგანიჭოს, ნუღარ იჭირვი, მე…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.