პასუხი ქალბატონ თამრიკელას — იროდიონ ევდოშვილი
Теми: класика
Початок
უღრმეს ტკბილოვანობითს მოკითხვას მოგახსენებთ, ჩვენო თამრიკელა! ყველანი ერთად შორიდან გიგზავნით დაშაქრულ კოცნას.
ვერ წარმოიდგენ, რა სიხარული და მიიწ-მოიწი ასტყდა, როდესაც ბებიამ შენი წერილი სკივრში ჩამოაგდო: უეჭველად ჩემთან იქნება ეს წერილიო , გაჯიუტდა თხილის ჩურჩხელა, ჩემზე ძლიერ არავინ უყვარს თამრიკელასაო , დაიჟინა ყურძნის ჩურჩხელამ. ვერ მოგართვით-მეთქი, თქვენო თხილოსნობავ და ყურძნოსნობავ! - შევუტიე ჩემებურად და ყველანი კუთხეში მივყარე.
არა, როგორ არა რცხვენიათ, რომ ასეთს ტყუილებს ამბობენ. მე ყველაზე ძლიერ ვუყვარვარო! - შენ არ იყავ, რომ მეტისმეტი სიყვარულით ბოლო მომაკვნიტე? ახლაც, როდესაც ბებიაშენი ოარკში ჩამოიხედავს ხოლმე, გიგონებს და შინჯავს შენს ნაკბილარს, - ჩემი გოგუცუნას კიჭებიო!
დიახ,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.