ბრძენი და მდიდარი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო.
წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და მდიდრობისაგან უმეტესად ღვთის მოშიში. რა აცნობეს, დაისწავლა სახლი მისი, მივიდა და რქვა კაცსა მას:
- ძმაო, ძოღან ორმოცი ლიტრა ვეცხლი ივასხე, ახლა დიდად მეჭირვება და მომეც, ღვთისათვის გევედრები!
მან მდიდარმან უარყო. რომელი არა ევალა, რას მისცემდა? უთხრა:
- როდეს ვივახშე, მოწამე ვინ გივის და ანუ ხელითწერილი სად არს?
მან კაცმან ეგრე უთხრა:
- მაშინ საქმიანად იყავ და ესრეთ მითხარ: არა მცალს და ხვალე მოდი, ხელითწერილს მოგცემო. მე შენი მორწმუნე ვიყავ, დაგჯერდი, მე სხვა საქმე დამეცა, იგი დამავიწყდა, წაველ და აწ გთხოვ, თუცა მტყუარ ვარ, შენ სახელი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.