ირემი — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
ყვირილით, კიჟინით მორბოდა აუარებელი ხალხი. ხელში ზოგს თოფი ეჭირა, ზოგს ხმალი, სხვას ხანჯალი, შუბი, ყველას – ერთი რამ მომაკვდინებელი იარაღი. – საით წავიდა, საით გაიქცა? – ეკითხებოდა ერთი მეორეს: მაშ წავიდა, წავიდა? ვერ მოჰკალით?..
უკმაყოფილო სახით, რომ ცოცხალი გადაჰრჩენოდათ, ყველა წინ მიიწევდა, კბილებს აღრჭენდა, გულში მუშტს იცემდა. დიდი და პატარა, კაცი და ქალი იმას მისდევდა, – ერი, მღვდელი და ბერი; ძაღლებს უტევდენ. დაიჭით, მოჰკალით, მოჰკალით! – გაისმოდა მძლავრად ჰაერში ხმა ერისა…
ვინ უნდა მოეკლათ? ვინ უნდა შეეპყრათ? ვის მისდევდა ეს ამოდენა დუნია? იქნება საპყრობილედან გამოქცეული ქვეყნის ამომგდებელი ავაზაკი, დედის ძუძუს მომჭრელი, – განხორციელებული ბოროტება, უმსგავსობა, უნამუსობა, რომლის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.