სიმღერა — გიორგი წერეთელი
Теми: класика
Початок
პირველად რომ ფეხი დადგი,
გზა იწყება
იმ ველითა.
პირველად რომ ამოსულხარ,
ის მთა არის პირველი მთა...
პირველად რომ ფეხი ჩადგი,
ზღვა იწყება
იმ ღელითა...
შენ ტირილით დაიბადე,
დედა გზრდიდა სიმღერითა...
მამულს უნდა უბულბულო,
რომ გაჩუქა,
იმ ღერითა...
მშობელსაც და სამშობლოსაც
შვილი ატკბობს სიმღერითა.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.