ხავსების მიწა — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
სად არ მიგიყვანს სილამაზე. მახსოვს ის შეგრძნება, როცა ეს ადგილი პირველად დავინახე. ჩემ თვალწინ ქობულეთის ტორფნარის ულამაზესი ლანდშაფტი იშლებოდა. აქამდე მოსასვლელად რეინჯერებთან ერთად რთული გზა გავიარეთ. ველურ პირობებში სიარული ძალიან გვიჭირდა. ფეხები ჭაობში გვეფლობოდა და ყოველი ნაბიჯი ძალისხმევას მოითხოვდა. მალე ყვითელი და მოიისფრო ყვავილებით მოფენილი მწვანე მდელო გამოჩნდა. გარშემო სხვანაირი სიჩუმე სუფევდა. ჰაერიც სხვანაირად სუფთა და გამჭვირვალე იყო. მთავარი კი ფეხქვეშ ხდებოდა, იქ, სადაც ბამბასავით ფაფუკი ხავსები ცხოვრობდნენ – თითქოს ბროლის გამჭვირვალე ბადეებად იყვნენ მოქსოვილნი, გარდამავალი ფერით.
გადაღებისთვის საუკეთესო განათების შესარჩევად ტორფნარს დღის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.