Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

შეიძლება, რომ ეს მართლაც წმინდა გრაალი იყოს? — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 1 хв · 167 слів

Теми: історія

შეიძლება, რომ ეს მართლაც წმინდა გრაალი იყოს?

Початок

აპრილი, 2025 რუბრიკა: მოკლე სტატიები

საიდუმლოებებით მოცული წმინდა გრაალი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოუხელთებელი ქრისტიანული რელიკვიაა, მაგრამ ესპანეთის ვალენსიის საკათედრო ტაძრის სამღვდელოება მრავალი საუკუნეა მიიჩნევს, რომ მათ მფლობელობაში არსებული თასი სწორედ „საიდუმლო სერობის წმინდა ბარძიმია“.

გრაალის ლეგენდის მრავალი ვერსია არსებობს. მათ საერთო ის აქვთ, რომ ეს თასი იესომ საიდუმლო სერობისას გამოიყენა და ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი მასში შეგროვდა. ამ თქმულებებში წმინდა გრაალი საკრალური ნივთია, რომელსაც, მეფე არტურისა და გალაჰადის მსგავსად, მონარქები თუ რაინდები დაეძებენ თავიანთი სისპეტაკისა და კეთილშობილების დასამტკიცებლად.

ვალენსიის ბარძიმი ესპანურ ისტორიულ წყაროებში პირველად 1399 წელს…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/sheidzleba-rom-es-martlac-wminda-graali-iyos/

Читати в Memova

Відкрити Memova