შევალიე გამბას ატლასი — National Geographic საქართველო
Теми: подорожі й побут

Початок
დიუნკერკელი მეწარმის შვილი ჟაკ-ფრანსუა გამბა საქართველოს პირველად 1819-1824 წლებში სტუმრობდა, 1821 წლიდან კი თბილისში საფრანგეთის კონსულის თანამდებობა ეჭირა. ეს ის დრო იყო, როდესაც საფრანგეთს, რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს გავლით, დიდი სავაჭრო და ეკონომიკური გეგმები ჰქონდა აღმოსავლეთში. ამიერკავკასიაში დროებით დაწესებული შეღავათიანი ვაჭრობისა და ტრანზიტის პირობებში, გამბამ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა, რის გამოც, მოგვიანებით, საფრანგეთის წინაშე დამსახურებისთვის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა.
კონსულად მუშაობის და საქართველოს სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პარიზში დროებით დაბრუნებულმა კონსულმა 1826 წელს მოგზაურობის ჩანაწერების ორტომეული…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.