Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

დაწინდული ინგილო ქალები — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 3 хв · 513 слів

Теми: суспільство

დაწინდული ინგილო ქალები

Початок

ეგრეთ წოდებული საინგილო უძველესი ქართული პროვინციის – ჰერეთის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა XVII საუკუნიდან კახეთსა და მის შემოგარენში სპარსი, ოსმალო თუ დაღესტნელი ფეოდალების მრავალრიცხოვანი ლაშქრობების გამო მასთან კავშირი ნელ-ნელა შესუსტდა და დასრულდა იმით, რომ 1921 წელს ჰერეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ტერმინი „ინგილო“ XIX საუკუნიდან გამოიყენება და თურქულ ენაზე „ახლად მოქცეულს“ ნიშნავს. აქ დღემდეა შემორჩენილი არაერთი ქართული სოფელი, სადაც მოსახლეობა ქართულად ლაპარაკობს, წერს და აზროვნებს. ბავშვებს ჰქვიათ ქართული სახელები: არჩილი, ნინო, თამარი…

ისევე როგორც მთელ საქართველოში, წინდების ქსოვა საინგილოშიც ქალების საქმედ მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგს დიდი ტრადიცია აქვს, ის…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/dawinduli-ingilo-qalebi/

Читати в Memova

Відкрити Memova