Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

რატომ არ ვიყავით მზად ამ ვირუსისთვის? — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 6 хв · 826 слів

Теми: суспільство

რატომ არ ვიყავით მზად ამ ვირუსისთვის?

Початок

კორონავირუსის პანდემიის პირველ კვირებში ძალიან მიჭირდა ჩვენი კოლექტიური შეცდომების შესახებ ახალი ამბების მოსმენა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის დატუქსვა უაზროდ მეჩვენებოდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემ შემთხვევაში ეს ჩემი პირადი გულისტკივილი იყო. ახალი, გამანადგურებელი ვირუსის ადრეული ნიშნების უგულებელყოფაზე დაწერილი თითოეული სტატია მახსენებდა დროს, როდესაც ათწლეულებით ადრე მეცნიერები ზუსტად ამ პრობლემაზე ღელავდნენ, მათ წუხილს კი სამეცნიერო ჟურნალისტთა ძალიან პატარა ჯგუფი აშუქებდა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.

როდესაც 1990 წელს ამ პრობლემის გამოკვლევა დავიწყე, ტერმინი „ახალი ვირუსები“ (ინგლ. emerging viruses) სულ ახალი დამკვიდრებული იყო – ის ახალგაზრდა ვირუსოლოგმა, სტივენ მორსმა, შექმნა.…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/ratom-ar-viyavit-mzad-am-virusistvis/

Читати в Memova

Відкрити Memova