რატომ არ უნდა ძოვდეს ბევრი ცხვარი ერთად — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
“ცხვარი საძოვარზე იმდენი უნდა იყოს, რის საშუალებასაც ამ საძოვრის ეკოსისტემა იძლევა”, – მოკლე პასუხით იწყებს ჩემი რესპონდენტი იმის ახსნას, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ზამთრის საძოვრები.
კახა არცივაძე სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – “ნაკრესის” თანამშრომელია. ორგანიზაციის ოფისში ვართ, კლიმატის ცვლილებასა და საქართველოში გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციის საკითხზე ვსაუბრობთ.
ოთახის მარჯვენა მხარეს აკვარიუმი დგას, დაახლოებით 450-500-ლიტრიანი იქნება. რიფებით ნახევრადსავსეა. დანარჩენი სივრცე კი ათამდე პატარა ზომის თევზს უკავია. ადრე სადღაც წავიკითხე, ერთ მოზრდილ თევზს აკვარიუმში ორი ლიტრი წყალი სჭირდებაო. თუ ეს სიმართლეა, “ნაკრესში” მობინადრე თევზები ამ სივრცეში…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.