Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

მიწის წარუშლელი მემკვიდრეობა — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 6 хв · 932 слів

Теми: суспільство

მიწის წარუშლელი მემკვიდრეობა

Початок

სან-ფრანცისკოში გადასვლამდე ჩემი მეუღლე და მე სამხრეთ კალიფორნიაში ვცხოვრობდით, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში. ჩვენი რანჩოს სტილის სახლის ეზო ცერეცოთი, რბილი ჩაპარალითა და ველური მდოგვით გაბარდულ 2000 კვ. მეტრის ფართობის მქონე სერვიტუტის ნაკვეთს ესაზღვრებოდა. ეს ქალაქის მიწა იყო, ღია სივრცედ გამიზნული და გადაბარგებიდან ცოტა ხანში მე მისი ნაწილი ბოსტნისთვის „ვისესხე”. ნაკვეთი ხელით გავასუფთავე, ერთი სატვირთო მანქანით შავი მიწა მოვატანინე, შემდეგ 14 ცალი 3მx3,5მ ფართობის შემაღლებული კვალი მოვაწყვე, სადაც პომიდორი, კიტრი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ჭარხალი და სალათის ფურცლები მოვიყვანე. ჩემი მშობლები შორიახლოს ცხოვრობდნენ. საღამოს, სამსახურის შემდეგ და ხშირად…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/miwis-warushleli-memkvidreoba/

Читати в Memova

Відкрити Memova