ამბავი ადამიანთა განსხვავებაზე — National Geographic საქართველო
Теми: суспільство

Початок
მითები წარმოშობის შესახებ ყველგან გვხვდება. შეერთებულ შტატებში არსებობს მითი „აშკარა დანიშნულების“ შესახებ, რომლის თანახმად, ევროპელ ახალმოსახლეთა ექსპანსია დასავლეთით – ამერიკის კონტინენტზე, წინასწარ იყო განსაზღვრული. ჩინეთში, პეკინელი ადამიანის სახელით ცნობილი Homo erectus-ის ნაშთებს მინიმუმ 700 000-წლიანი უწყვეტი ჩინური გენეალოგიური ხაზის დასადასტურებლად იყენებენ და ვარაუდობენ, რომ ის მათი პირდაპირი წინაპარი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ცეცხლი დაიმორჩილა.
მოინახულეთ ეროვნული მუზეუმები თუ მონუმენტები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და თქვენ ნახავთ ტრიუმფალურ ექსპოზიციებს, რომლებიც ქვეყნებს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ, გვიყვებიან მათ სიდიადეზე, რაც ხშირად ეთნიკური თუ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.