როგორ ეხმარება სატირა მეცნიერებას — National Geographic საქართველო
Теми: суспільство

Початок
ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სტივენ კოლბერი, ჯონ ოლივერი, ჯიმი კიმელი ან ნებისმიერი ღამის თოქშოუს ენამახვილი წამყვანი. ამ შემთხვევაში ეს გახლდათ სამანთა ბი, რომელიც თავისი პროგრამის (Full Frontal) მონოლოგში ბავშვთა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებზე ლაპარაკობდა. „ანტივაქცინაციის მოძრაობა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ლეგიონერთა დაავადება (მწვავე ბაქტერიული პნევმონია) პლეიბოის სასახლეში“, – განაცხადა ბიმ და პაუზაც არ გაუკეთებია, ამ ხუმრობაზე დარბაზს რომ გასცინებოდა. თქვა, რომ ვაქცინების მავნებლობაზე განცხადებებს საეჭვო სამეცნიერო საფუძველი აქვს; დაამატა, რომ ვაქცინების უსაფრთხოებას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები. „ვის უფრო ენდობი? – იკითხა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.