დამარხული საგანძური რომელსაც შეეძლო ისტორია შეეცვალა — National Geographic საქართველო
Теми: історія

Початок
ეს პასაჟი შეიძლება გამოგრჩეთ. ტაციტუსის მატიანეში მხოლოდ ერთი აბზაცია მიძღვნილი ამბისადმი, რომელსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. ეს არის ისტორია ერთი არაპოპულარული ლეგატისა, რომელიც ლეგიონერებს იმპერიის საზღვართან მდებარე სახიფათო მაღაროში მუშაობას აიძულებდა. ეს ამბავი იმპერატორ კლავდიუსის (ახ. წ. 41-54 წლები) მმართველობის პერიოდში მოხდა, მაშინ, როდესაც რომი საზღვრების გაფართოებასა და დაპყრობილ ტერიტორიათა რესურსების მითვისებას გააფთრებით ცდილობდა. მართალია, ადგილმდებარეობას ტაციტუსი ბუნდოვნად აღწერს, როგორც „მატიუმის ოლქს“ (რომის მიერ დაპყრობილი ზემო გერმანიის სიახლოვეს), თუმცა, მიზანი ნათელია: იმ ლითონის უფრო დიდი რაოდენობით პოვნა, რომელიც იმპერიას აძლიერებდა.
ვერცხლი პატრიცების, ოფიცრებისა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.