როგორ მოვიპოვოთ დინოზავრის 55 ტონა ძვალი საჰარის უდაბნოდან — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
2022 წლის სექტემბრის ერთ დილას, საჰარის ცაზე ამოსული მზე განსაკუთრებულად აცხუნებდა. ცენტრალურ ნიგერში მდებარე ქალაქ აგადესში ჩემი გუნდი ალიზის კედლებით შემოღობილ ტერიტორიაზე თითქმის სამი კვირის განმავლობაში იყო გამომწყვდეული, რადგან მთავრობა ჩვენთვის დიდი შეიარაღებული ესკორტის თანხლებას ითხოვდა, რომლის დაკომპლექტებასაც დრო სჭირდებოდა. ახლა, ბოლოს და ბოლოს, მზად ვიყავით საქმეში ჩასაბმელად. ასამდე ადამიანი 15 მანქანაში გადანაწილდა და უდაბნოში დინოზავრებზე სანადიროდ გაემართა. ეს უდავოდ ყველაზე ამბიციური წამოწყება იყო ჩემს კარიერაში.
ჩვენ შორის იყვნენ ტუარეგი გიდები და მძღოლები, გადამღები ჯგუფი, 64 შეიარაღებული მცველი და აგრეთვე საოცნებო პალეოგუნდი, რომელიც 20 სტუდენტისა და ახალგაზრდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.