რატომ გასცდა ADHD ბავშვთა ასაკს — National Geographic საქართველო
Теми: психологія

Початок
რით განსხვავდება ზრდასრულთა ADHD
მკვლევრები შეისწავლიან, თუ რატომ იცვლება ამ აშლილობის სიმპტომები ასაკის მატებასთან ერთად – და როგორ ზემოქმედებს ეს მათზე, ვისაც თანამედროვე სამყაროს აურზაურში ისედაც მარტივად ეფანტება ყურადღება. ტექსტი დერილ ოსტინი
ექიმები ცდებოდნენ. ათწლეულების განმავლობაში ფსიქიატრები მიიჩნევდნენ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) მქონე ბავშვები ასაკთან ერთად ბუნებრივად დაძლევდნენ ამ მდგომარეობას. თუმცა თანამედროვე კვლევები სულ სხვას ამტკიცებს. თუკი დღეის მონაცემებით აშშ-ში 7 მილიონამდე ბავშვს აქვს ADHD, დაავადებათა კონტროლის ცენტრების უახლესი კვლევით დასტურდება, რომ ეს აშლილობა 15,5 მილიონ ზრდასრულ ამერიკელსაც აქვს. მეტიც, მათგან ნახევარს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.