კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
„გამარჯვებაო“. რამდენჯერმე ვუთხარ დიდს, საზარელს კლდეს, მაგრამ ყური არ მიგდო, იდგა თავისთვის დინჯად, ყურსაც არ იბღერტდა, თითქოს ბუზიც არ აჰფრენოდეს.
– ხომ არ დაგეძინა, შავ-კლდეო, ბოღმა-ნაღველით შედედებულო, უბედურო, უდაბურო, გულღრძუვო! – გავუმეორე კვალად, – კაცი ვარ, სალამს გაძლევ, რატომ ბოდიშს არ იხდი?..
– ბოდიში? – სთქვა კლდემ და შუბლშეკრულმა გადმომხედა მაღლიდან, - რას ეძახით კაცნი ბოდიშს?.. ჰო, ვიცი, ვიცი... ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას არ ალაკლაკებს წაღმა-უკუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, როგორ მადლობელი იქნებოდი, როგორ ქება-დიდებით მომიხსენებდი, შენს “გამარჯვებაზე” გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.