ჟოლი — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
ვითომ მე ბედნიერი ვარ? ჩემს პატრონს, ჩემს მთიდან მომთხრელს და აქ ბაღში დამრგველს, ჰგონია, ბედნიერება მომანიჭა, რაკი უღრანს, უდაბურს ადგილს მომაშორა და თავის ზვარში დამრგო. მილით მოყვანილი წყალი მრწყავს. ჩემს ბატონს ჰსურს ბევრი, ბევრი ნაყოფი მივცე. ერთგულად მივლის, მლალაობს; ზოგიც ჩემს გულში ჩაიხედოს, მე რაღას ვამბობ! არამია მასზე ჩემი ამაგი. ჩემი ნაყოფი, რადგან გამაუბედურა და ჩემის უბედურობით თვითონ ხარობს. რად? რისთვის მომაშორა ჩემს საყვარელს ბინას. ჩემს საყვარელ ადგილს, სადაც მე პირველად ვიგრძენ სიცოცხლე, დავინახე ცა და მზე.
დიდრონი კაკლის ხე მჩრდილავს. ახლოს მიდგა ვარდი, იასამანი, ზამბახი, ათასნაირი ჩემი უცნობი და უნახავი ყვავილი. ისინი ხმას არ იღებენ, კმაყოფილნი არიან თავის ბედისა,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.