კუდაბზიკეთი — აკაკი წერეთელი
Теми: класика
Початок
(ზღაპრული მოთხრობა)
იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.