როსტომ მანველიძე — დავით კლდიაშვილი
Теми: класика
Початок
როსტომ მანველიძე
მანველიძეები იმერეთის აზნაურთა გვარს ეკუთვნიან; იმ გარემოებით, რომ არც ერთ მანველიძეთაგანს გადათქმული გვარი არ რქმევია, რაც ხშირად იციან იმერეთში მომრავლებულ მოგვარეთა გასარჩევად, დიდად იწონებდნენ თავს და ამ შემთხვევას ისე ხსნიდნენ, თითქოს მათთან მორიდებისა და შიშის გამო ვერ უბედავდნენ გვარის გადარქმევას.
თავიანთ გვარის წარჩინებულებაზე სიტყვა მუდამ ენაზე ეკერათ და ამ წარჩინებულების დასასაბუთებლად მოჰყავდათ ამბავი, ვითომ ერთ მეფეს, რომელს - ბაგრატს, ფარნაოზს თუ ალექსანდრეს - ამას გვარში დაცული ზეპირგადმოცემა გარკვევით არ აღნიშნავდა, ერთი მანველიძეთაგანი კარის კაცად ჰყოლია. ისე დაწინაურებულა, რომ მეფეს მისთვის სახლთუხუცესობაც კი უბოძებია. თუმცა მოკლე ხნით შერჩენია ეს საპატიო…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.