შერისხვა — დავით კლდიაშვილი
Теми: класика
Початок
კვირა დღე იყო. ის-იყო სოფლის ეკლესიაზე წირვაც გათავდა. სალოცავად მოსული ხალხი ეკლესიის გალავანში გაიფანტა, ჯგუფ-ჯგუფად დაიყო და შეიქნა ჩვეულებრივი სჯა-მუსაიფი სოფლელებს შორის. ერთ ადგილას რამდენიმე კაცი გულმოდგინებით ყურს უგდებდა რაღაც მხიარულ ამბავს, რომელსაც მოუთხრობდა ახალგაზრდა გლეხი.
- შე კაცო, შენ ერთობ მუსაიფში ხარ და კაცია საგუნაშვილმა ეს არის წმინდა გიორგიზე გადაგცა! - უთხრა მოამბეს ხანში შესულმა გლეხმა, რომელიც ის-იყო მიუახლოვდა მხიარულად მოლაპარაკე ჯგუფს.
- რას ამბობ, გიორგი? - მიაძახეს აქეთ-იქიდან.
- მართალს ამბობ, კაცო? - თავზარდაცემულმა წაილუღლუღა იმან, ვისაც მიუტანეს ხატზე გადაცემის არასასიამოვნო ამბავი.
- მართალს გეუბნები, შვილო, მა რა, გეხუმრები?.. რა სახუმაროა, შენ თვითონ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.