სოლომან მორბელაძე — დავით კლდიაშვილი
Теми: класика
Початок
- პატარა ხანს მოითმინეთ, ბატონო, და სოლომანიც გიახლებათ საცა არის! .
- დამაგვიანდება...
დღიურ ვეღარ მივალ სახლში... უმთვარო ღამეებით გახლავთ... გზაში გამიჭირდება... თვითონ იცით, რა გზებია, მერე ჩვენსკენ... მე გიახლებით და ამის მთხოვნელი ვიქნები, თქვენვე მოახსენოთ სოლომანს ყველაფერი... გაჭირვება რომ არ მადგეს, ღმერთმანი, არც კი შეგაწუხებდით... თქვენი იმედით ვიქნები, ჩემო ბატონო...
მშვიდობით ბრძანდებოდეთ! - თქვა ეს კარგა მოხუცებულმა, მაღალი ტანის კაცმა, ხელი ჩამოართვა ქალს, რომელსაც ელაპარაკებოდა და კიბეზე ჩამოსვლა დააპირა. სწორედ ამ დროს ქალმა წამოიძახა:
- ჰე, ბატონო, სოლომანიც ეგერ მოდის!
მართლაც, ღია ჭიშკარში შემოიჯირითა მოჩაქჩაქე ჯორით მამაკაცმა, რომელსაც თავზე პატარა ქუდი ეხურა და მხარზე…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.