ტკბილი დუდუკი — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
დაუვიწყარია სიყრნის მეგობარი. თუნდა გაგყაროს ცხოვრების გზამ, მაინც მისი სახე ნათლად არის აღბეჭდილი გულში, როგორც ბალღობისავე დროსათან დაკავშირებული სურათები ცხოვრებისა თუ ბუნებისა. ხომ დიდი ხანია, რაც ჩემი ძმობილი მიხა დამშორდა, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგა მიმზიდველი სახე. ბიძაშვილები ვიყავით და დიდი მეგობრები ერთმანეთისა, ძმად შეფიცულნი.
ჩვენი ოჯახებიც მეგობრობდნენ ერთმანეთს, თუმცა განაყოფები იყვნენ და მტრები ყოფილიყვნენ. ეს იმისთვის რომ ჩვენი სახლი უფრო დაწინაურებელი იყო ცხოვრებაში პატივითა თუ დოვლათით და არაფერს ედავებოდა ჩამორჩენილ განაყოფს; ბიძე და ძალუძს კი ისეთი კეთილი, ისეთი ღვთისნიერი ხალხი იყო, რომ მათ გულში ვერ ისადგურებდა შური.
თითონ მე ძიაანთ ღარიბ ოჯახში უფრო მიხოროდა, სანამ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.