მსხვერპლი — დავით კლდიაშვილი
Теми: класика
Початок
ახალგაზრდა, ლამაზი მარინე პარასკევობაზე ისტუმრებდა თავის ქმარს ნიკას.
- არ დაგავიწყდეს, - ეუბნებოდა იგი ქმარს: - ეს საჩოხე შალი ხუთ მანეთ ნაკლებ არ გაყიდო; ამ გაროზში თუ მოგცენ ორ მანეთ-ნახევარი გაყიდე, თუ არა და ისევ სახლში მოიტანე... ეს ოთხი წიწილი სამ-სამ შაურად... ამ გაროზში რომ ფულს მოგცემენ, იმითი ერთი კაი ბაღდადი მიყიდე და მომიტანე...
- ბაღდადის ყიდვისა მე არაფერი ვიცი, - მიუგო ნიკამ.
- ნაცნობი ვინმე შეგხვდება, შე კაცო, შეეხვერწე და გაყიდვიებს...
მარა კარგი იქნეს კი!
- რა ფერის გინდა?
- თეთრი იქნეს... თუ გინდა ცისფერი... ფოჩვიანი თუ იშოვო, ძალიან კარგი იქნება... ორ მანეთ-ნახევრად კარგ ბაღდადს იშოვი.
- ფულები აღარ გეტევათ ზანდუკებში? - თქვა ამ ლაპარაკის დროს სახლში შემოსულმა მაღალი ტანის,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.