მოსე მწერალი — ეგნატე ნინოშვილი
Теми: класика
Початок
მოსე მწერალი
ვინ მოსთვლის, რამდენი ვაი-ვაგლახი და შავი დღე გამოიარა უნათლოშვილის ქვრივმა ბაბალემ, მინამ თავის ორს ვაჟს, სოფონას და ოქრუას, გამოზრდიდა. ჯერ კიდევ ოცდასამი წლის ჯანსაღი ქალი იყო ბაბალე, რომ დაქვრივდა; შეეძლო მეორეთაც გათხოვილიყო, ქვრივ-ობლობის ვარამს ასცდენოდა; ვინ იცის, იქნება მეორე ქმრის ხელში კეთილი ცხოვრებაც ჰქონოდა, მაგრამ ყოველივე ეს უარჰყო ბაბალემ. სიღატაკე, ყანაში მუშაობა, მოხელეებისაგან სახელმწიფო და სხვა გადასახადებისათვის ლანძღვა-გინების ატანა არჩია და თავის მცირეწლოვან ვაჟებს კი არ მოშორდა. სამაგიეროდ დაუჯილდოვებელიც არ დარჩა ბაბალეს ღვაწლი: სოფონა და ოქრუა ისეთი დარდიმანდი ბიჭები გამოვიდენ, რომ იმ მუხუროში იშვიათად მოიპოვებოდა მათი ბადალი. უფროსმა, სოფონამ, ცოლი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.