ბიბლიური ისტორია — იაკობ გოგებაშვილი
Теми: історія, класика
Початок
ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება, ცხოველები ცხოველებისაგან ჩნებიან, მცენარეები მცენარებიიდან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა გაჩნდა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა დაიბადნენ ქვეყანაზედ? ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყველაფერი, რასაც კი ქვეყნიერებაზედ ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან არ შექმნილა და არავისგან არ დაბადებულა. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.
კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალასა ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ასოებს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.