მეკლდეური ანა | ურბანული ცოცვიდან სიურანისკენ — Indigo
Теми: спорт

Початок
მიცოცავს კლდეზე გოგო ხვეული წითელი თმით, ყვითელი შარვლით და ცისფერი მაისურით. კლდე კლდისფერია, კლდე ფონია, რომელზეც გოგო მკაფიოდ მოჩანს. მას აქვს ძლიერი მკლავები და ხელის მტევნები და მოქნილი ფეხები. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ოდნავ ზემოთ თუ გვერდზე, ფრთხილი მოსინჯვით და გადაადგილებით, დროდადრო, გაოფლილი ხელის ქამარზე მიმაგრებულ ტომსიკაში ჩაყოფით და მაგნეზიის ფხვნილში ამოვლებით, წამიერი შესვენებით, მერე კი კლდის მონიშნულ ადგილებზე მოჭიდებით მიიწევს წინ მეკლდეური ანა დულარიძე.
შაბიამნისფერ სამაგრებზე მობმული ღია მწვანე ფერის თოკი კლდეზე იკლაკნება და მიწაზე დარჩენილ მეგობართან აკავშირებს. კლდეზე ცოცვას ორი კაცი სჭირდება – ერთი, ვინც მიცოცავს და მეორე, ვინც თოკის მეორე ბოლოთი ხელში, დაბლა,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.