კაკლის ხე — Indigo
Теми: наука й природа

Початок
ტყეში სიარული ძალიან მიყვარს. მიყვარს ტყის სიჩუმე, ხმელი ფოთლების სუნი ნაწვიმარზე. ნეტა ჩემს ეზოში როდის გაიზრდებიან ამხელა ხეები. გუშინ ერთი ხე მეც დავრგე.
(ძველ საქაღალდეში ნაპოვნი ჩანაწერებიდან)
როცა პატარა იყო, დედა ეზოს ბოლოში გამოიყვანდა ხოლმე, ამ კაკლის ჩრდილში დაჯდებოდა, არწევდა და კაკლის ფოთლების შრიალში აძინებდა. მერე, როცა ფეხი აიდგა, უკვე თვითონ ჩასჭიდებდა ხელს დედას და ეზოს ბოლოსკენ ექაჩებოდა, იქ თამაშობდა, პატარა კენჭებს ერთმანეთზე ალაგებდა და ზემოდან კაკლის ფოთლებით გადახურავდა. რა კარგი ქოხიაო, ამბობდა დედა. ბოლოს, თამაში რომ მობეზრდებოდა, კაკლის ხესთან მიირბენდა და ჩაეხუტებოდა. ლოყას მიადებდა ხის დაშაშრულ მერქანს, ერთი-ორჯერ ხელს დაუტყაპუნებდა და ხის კენწეროს ახედავდა. ეს ხე…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.