Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

გილანელი მოლა — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 79 слів

Теми: казки, психологія

Початок

გილანს ერთი მოლა იყო. ბრინჯი დაეთესა და ველურმან ღორებმან დია წაუხდინეს. მოლამ ღორის ქაშანზე დიდი ორმო ჩათხარა და ლელი წაჰბურა და წამოვიდა.

რა ნაჩვევნი ღორნი მოვიდენ, ორმოზე გამოიარეს, ლელმან უტყუა და ერთი დიდი ტახი ორმოში ჩავარდა.

მივიდა მოლა, ნახა, ღორი შიგ გდია. აიღო უღელი და ზევიდამ შიგ ჯგვლემა დაუწყო და გინება. უღლის ტაბიკი მოლას კისერზე მოედვა და მოლაც ღორთან ჩავარდა. ღორმან მოლას ღოჯით ცემა და კბენა დაუწყო, ასე გახადა, მთელი ასო აღარ შეარჩინა.

რამდენს მოლა ეხვეწებოდა, ღორი უარესს უზამდა.

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=234

Читати в Memova

Відкрити Memova