Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ცხრილიანი კაცი — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 81 слів

Теми: казки, психологія

Початок

კაცი ერთი მდინარისა კიდესა ჯდა და ცხრილი ხელთა ჰქონდა. ჩაჰყვის ცხრილი წყალთა და რა აივსის, თქვის: ვისაც ღმერთი მისცემს, ესრეთ მისცემსო.

ამოიღის ცხრილი, და რა წყალი გაედინის, თქვის: ვისაც წაართმევს, ესრეთ წაართმევსო.

- ღმერთმან ბედი კარზედ გვისვიანაო.

- თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის უნდა, კართავე შენთა მოიყვანს, თვარემ პოვნა ძნელი არის.

წვიმა არ არის და თოვლი, კართა ჩვენთა მოვიდეს. თუცა ჩვენ არა ვიცით ადგილი მისი, მან რა იცის თემი ჩვენი? კაცი გავგზავნოთ, პოვნას ვეცადნეთ. რომელსა კაცსა ჩასდებია საჭმელი უხელოდ, რომელსა შეჰმოსია სამოსელი გაურჯელად?

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=185

Читати в Memova

Відкрити Memova