მაოხრებელი მკვდარი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის.
მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა:
- მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ!
რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს.
ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაურჩვიათო.
გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.