Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

სოფლის მაშენებელნი — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 105 слів

Теми: казки, психологія

Початок

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო?

მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდენ ტყეში. ძაღლმან ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: მანდ რასა იქმო?

მამალმან უთხრა: სოფელს ვაშენებთო.

მელმან უთხრა: ჩამოდი, სახლის ალაგი მომიზომეო!

მამალმან უთხრა: მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო!

მელი მამლის ნდომითა სცდა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: ადე, სახლის ალაგი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=197

Читати в Memova

Відкрити Memova