Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ქირმან შაჰის ძე — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 132 слів

Теми: казки, психологія

Початок

ქირმან-შაჰის ძე დია დასნეულდა. მისთვის მრავალნი მკურნალნი შეკრბნეს და ვერა არგეს რა. აბდულ-ჯაფარ წაიყვანეს. ბევრი რამ უწამლა და ღონე ვერა დაიდვა. მერმე მის ყრმის და მამა-დედისა მისისა სახე გასინჯა. მაშინ ეჭვი რამე ჩაიგდო: სახეს სახისა მსგავსება შორევდა.

გამოიხმო იდუმალ დედა მის ყმისა და უთხრა: თუცა ძისა შენისა სიცოცხლე გინებს, მითხარ, ვისგან გივის? ესე შაჰის ძე არ არის, მე ვსცანო.

პირველად ბევრი უარი ფიცა, მაგრამ, რა ღონე აღარ იყო, გაუმხილა და უთხრა: ქმარი ესე ჩემი უშვილო იყო და ნათესავი არა ჰყვა. მკვიდრი სხვასა რჩებოდა. ერთი მეწისქვილე ვიხელთე უაზრობისათვის და მისგან არისო.

აქიმმან რა ყველაყა შეიგნა, მამა-დედას აღარ აჩვენა; საგებელი გამოაცალა, მცირე ჩალა დაუფინა; მაზე დააწვინა, წამალი აღარ…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=256

Читати в Memova

Відкрити Memova