მოჩივარნი ძმანი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ამაზედან მოვიდენ მოჩივრად სამნი ძმანი წინაშე მეფისა, რომელნი გაყრილიყვნენ ძმობისაგან. ყველა გაეყოთ და ოცდაათი თხა ჰყვათ, იგი ვერც გაეწილათ და ვერცა რიგდებოდენ.
მოახსენეს მეფესა თხათა მათთათვის:
- ათსა თხასა თითო თიკანი ჰყავს, ათსა ორ-ორი და ათსა - სამ-სამი: ესრეთ გვინებს გაყოფა, არცა რომელმან ძმამან ძმაზე მეტი აიღოს და არცა თიკანი დედას მოსწყდეს.
შეიქმნა ცილობა და თქმა. ვერა რომელმან გაყო. ჰკითხეს ჯუმბერს, ძესა მეფისასა, და მან თქვა:
- ოცდაათი თხა არის და სამოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავს, მიეცით უხუცესსა, რომელ არს ათი თხა და ოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ჰყავს სამ-სამი თიკანი, ხუთი თხა საშუალს მიეცით და ხუთი მრწემსსა, რომელი იქნება ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.