სირცხვილის აშორება — იაკობ გოგებაშვილი
Теми: історія, дітям
Початок
შუადღე იყო, ძალიან ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა. შიმშილიც ძლიერ აწუხებდა და წყურვილიც. გზაზე, მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნწლული ვაშლი. თვალი ზედ დარჩა, პირზე ნერწყვი მოადგა და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. ვაშლები თითქოს უცონოდნენ სანდროს, იწვევდნენ და ეუბნებოდნენ: ამოხტი, მოგვწყვიტე, ჩაგვკბიჩე და პირი ჩაიტკბარუნეო.
სანდრო ყოყმანობდა: ქურდულად სხვისი ვაშლის მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა. ცხოვრებაში არაფერი მოეპარა. მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, სულმა წასძლია, ახტა ღობეზე, მოწია ტოტი და ოთხი წითლად დაბრაწული ვაშლი მოწყვიტა.
მიდის შინისაკენ სანდრო, ჭამს ვაშლს, მაგრამ რაღაც ჯავრს გრძნობს, თითქოს გულში ვიღაც უზის და ეუბნება: ეგ ხომ ქურდობა ჩაიდინეო . შხამად…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.